ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“შესაძლოა 2-3 კვირაში სავალალო შედეგი დადგეს, ეპიდემიოლოგები რეგულაციების გამკაცრბაზაე საუბრობენ

კრიტიკული და მძიმე რამდენიმე კვირა – ეპიდემიოლოგები თვლიან, რომ ქვეყანა უკვე კოვიდის მე-4 ტალღაშია და პიკს აგვისტოში მიაღწევს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სპეციალისტები გარკვეული რეგულაციების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ. 

სპეციალისტები მოქალაქეებს მასობრივი შეკრებებისგან თავის შეკავებას ურჩევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, ქვეყანაში არ არის გამორიცხული ეპიდემიის გავრცელების კუთხით, სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

“ვიმყოფებით პრაქტიკულად ყველაზე მეტად ტურისტულ სეზონში. თუ ამ პერიოდში ჩვენ მაქსიმალურად არ გავითვალისწინებთ, რომ უნდა ვეცადოთ, რომ ყველაზე მცირე რაოდენობის კონტაქტები გვქონდეს და ვეცადოთ, მასიური მანიფესტაციებისაგან თავი შევიკავოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამორიცხული არ არის, რომ არა თუ სექტემბერში, არამედ სულ 2-3 კვირაში არასახარბიელო და სავალალო შედეგი დადგეს,” – აცხადებს პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, მაკა ბულეიშვილი.

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა მოქალაქეებს მოუწოდებს, პირბადე გამოიყენონ ღია სივრცეში, იქ სადაც დისტანცირება ვერ ხერხდება.

“თუ ჩვენ არ დავიცავთ რეკომენდაციებს და არ იქნება სწორი და ადეკვატური ღონისძიებები გატარებული, რა თქმა უნდა, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო გაუარესდება ეპიდსიტუაცია. უნდა ვატაროთ პირბადე არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ ღია სივრცეში, იქაც სადაც ხალხმრავალი ადგილია და სადაც ვერ ხერხდება დისტანცირება. ასევე, იმ ქვეყნებთან მიმოსვლა, სადაც მაღალია დელტა შტამის გავრცელება უნდა გადახედოს სახელმწიფოს მხრიდან,” – აცხადებს ალექსანდრე გოგინავა. 

დატოვეთ კომენტარი