ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“დიდი ხანი გელოდეთ რომ თავად გაგვიხსენებდით”-თამარ იარაჯული

საჯარო წერილი საქართველოს პრემიერ მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილს.

პარლამენტს!

ბატონო პრემიერო, მოგმართავთ შშმ პირების მშობლები, წლებია საქართველოში მიდის მსჯელობა რომ შეიქმნება სოციალური მოდელი, რომელიც შშმ პირების ცხოვრებას მათ საჭიროებებს და სიცოცხლეს უზრუნველყოფს მაგრამ ამაოდ, წლებია მხოლოდ განხილვები და საუბრებია ამის შესახებ, რამდენი წელია შშმ პირების პენსია შეადგენს 250 ლარს, როგორ წარმოგიდგენიათ, ამ თახით ცხოვრება ან არსებობა?! ქვეყანაში ყველაზე უკან ვდგავართ, ვითმენთ მოუთმენელ მდგომარეობებსაც, მედიკამენტი ან კვება რომელიც სიცოხლისთვის აუცილებელია და ძალიან გაძვირებულია როგორ წარმოუდგენია ვინემს ამ თანხით შეძლოს, ვცდულობთ ჩუმად ვიყოთ არ მოვითხოვოთ იმიტომ რომ ღარიბი ქვეყანა ვართ, მაგრამ ყველას უფლებები ასე თუ ისე გაითვალისწინა ცზოვრებამ შშმ პირების გარდა, ამიტომ, საჯაროდ გთხოვთ შეგვხვდეთ და ერხელ და სამუდამოდ სახელმწიფო გახდეს შშმ პირების დამცველი და ურზუნვლემყოფელი, მოვალთ თქვენამდე გამოვალთ შვილებთან ერთად, განახებთ ჩვენს მდგომარეობას განახებთ და მოგიყვებით შშმ პირების საჭიროებებს და დავჯდეთ ყველა ერთად და ძალიან მარტივად ორჯერ ორი რომ ოთხია ამას გეტყვით, ძალიან დიდი უსამართლობაა მსოფილიოს ვუთხარით რომ შშმ პირების ცხოვრება საქართველოში უსაფრხოა და როგორ 250 ლარით?! ამიტომ ძალიან დიდი ხანი გელოდეთ რომ თავად გაგვიხსენებდით მაგრამ ამ ქვეყანაში არავის სცალია შშმ პირებისთვის და გადავწყვიტეთ თავად შეგახსენოთ თავი რომ ჩვენც ვარსებობთ, ჩვენც გვჭირდება სახელმწიფო რომელიც თვალებში შემოგვხედავს და გვეტყვის რომ 250 ლარით ცხოვრება დღეს შესაძლებელია! ასევე შეგიძლიათ საზოგადოების სხვა წევრებიც დაგვიდგეთ გვერდში, შშმ პირებს კონსტიტუცია აძლევს სიცოცხლის უფლებას და არსებული პენსია და გაუსაძლისი პირობები ართმევს, ფაქტიურად ჩუმი განაჩენია რომელიც მალე ბევრს სასიკვდილოდ გაიმეტებს,დროა, ყველა შშმ პირის სასიცოცხლო მინიმუმი განისაზღვროს, ამას ბევრი ანგარიში არ სჭირდება, დღეს საქართველოდან გაქცეული მშობლები შვილებთან ერთად ბრძოლობენ სასამართლოებში საფრანგეთსა თუ გერმანიაში, იმის დასამტკიცებლად რომ საქართველოში არც სერვისებია და არც საარსებო მინიმუმია, ხოდა დროა ზუსტად ისე იმოქმედოთ როგორც ამას მსოფლიოს ეუბნებით! და ყველაზე მთავარი‼️შშმ პირის ცხოვრება და მისი საჭიროებები სამჯერ და მეტჯერ აძვირებს ცხოვრებას. საქართველოს მთავრობაIrakli Garibashviliსაქართველოს პარლამენტიველოდებით თქვენს პასუხს ბევრი მშობელი რომელიც ძალიან დიდი ხანი მოთმინებით გელოდათ.

პატივისცემით, თამარ იარაჯული.

დატოვეთ კომენტარი