ივლისი 25, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ახლა მომახსენეს, არ მინახავს რა მოხდა” – გომელაური

ახლა მომახსენეს ეს ამბავი, მოვიკითხავ – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისიტრმა, ვახტანგ გომელაურმა “რუსთავი 2-ის” ეთერში დასმულ კითხვას კულტურის მინისტრის მიერ “მთავარი არხის” ჟურნალიტისთვის მიკროფონის წართმევისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე.

ქვეყნის პირველი პოლიციელი ამტკიცებს, რომ მის უწყებაში რამდენიმე საათის წინ შესული შეტყობინების შესახებ ინფორმაცია ახლა მიიღო და საქმის დეტალებში გარკვეული არ არის. 

“სიმართლე გითხრათ, ახლა მომახსენეს, არ მინახავს, რა მოხდა. აუცილებლად მოვიკითხავ, ვერ გეტყვი ზუსტად, რა მოხდა. მითხრეს, რომ შემოვიდა შეტყობინება ამ ფაქტზე, მომახსენეს ეს, სანამ შემოვიდოდი სტუდიაში. გავერკვევით აუცილებლად”,- თქვა ვახტანგ გომელაურმა. 

დღეს სენაკის თეატრში სპექტაკლზე დასასწრებად მისული პირველი ვიცე-სპიკერი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი “მთავარი არხის” კითხვებით გაღიზიანდა, რის შემდეგაც ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. ამის შემდეგ კი ფაქტის ამსახველი ფოტომასალა “ფეისბუქზე” თავად განათავსა და დაწერა, რომ მიკროფონის დაბრუნებას არ აპირებს.

დატოვეთ კომენტარი