ტოკიოში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ქართულმა დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
ძიუდოს ტურნირზე, 90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 21 წლის ლაშა ბექაურმა ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხდა და ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა.
ფინალამდე ლაშამ ნახევარფინალში რუს მიხაილ მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი უზბეკ დავლატ ბობონოვს მოუგო. უფრო ადრე ბექაურმა ასპარეზობას ისრაელის წარმომადგენელი, ლი კოჩმანი და პოლონელი პიოტრ კუჩერა გამოთიშა.
ამ დროისთვის ტოკიო 2020-ზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 3 მედალია – 1 ოქრო და 2 ვერცხლი. ორივე ვერცხლი ძიუდოისტების ანგარიშზეა. ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონები ლაშა შავდათუაშილი და ვაჟა მარგველაშვილი გახდნენ.
მეტი ამბები
8 Questions that Save You from finding yourself unhappy and Alone
Cool Guys Include Brand New Bad Men: Indications He’ll Break Your Own Cardiovascular System
The Organic Consumers Association: A Grassroots Nonprofit Unites Health-Conscious Folks In one common Reason