სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

მოეშვით ამ პარლამენტს, არ შედგა​, გადავეშვათ არჩევნებში და მივაწვეთ ბოლომდე – ხოშტარია

მოძრაობა “დროას” ლიდერი და ოპოზიციის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია, “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას ეხმაურება. წერს, რომ ოპოზიცია ახლა მთლიანად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე უნდა იყოს ორიენტირებული:

“ოცნება” რომ გადამგდებია ახალი არ არის. შარლ მიშელის დოკუმენტს ერთი დღე არ უცოცხლია, სულ ირღვეოდა. ახალი ის არის, რომ ოცნება 43-ზე უარს ამბობს, რადგან იცის, ვერ აიღებს. ამიტომ მოეშვით ამ პარლამენტს, არ შედგა ეგ პარლამენტი. გადავეშვათ არჩევნებში და მივაწვეთ ბოლომდე. სხვა შემთხვევაში გეზი დაანონსებულია ჩრდილოეთისკენ. პარტნიორებიც ჩვენი მოქმედების მიხედვით იმოქმედებენ და არა პირიქით”, – წერს ხოშტარია.

დატოვეთ კომენტარი