სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ამ ეტაპზე, შარლ მიშელი კომენტარს არ გააკეთებს” – მიშელის მედიამრჩეველი

ამ ეტაპზე, შარლ მიშელი კომენტარს არ გააკეთებს” – “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიამრჩეველი Twitter-ზე ეხმაურება. 

საქართველოში ბოლო პოლიტიკური მოვლენების შესახებ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საკუთარ გუნდთან ერთად კონსულტაციებს გადის ყველა ჩართულ პარტიასა და შეთანხმების მონაწილესთან. ამ მომენტისთვის, პრეზიდენტი მიშელი კომენტარს არ გააკეთებს, – წერს მიშელის მედიამრჩეველი.

On the latest political developments in #Georgia: with his team, @eucopresident is broadly consulting actors and parties involved. President Michel will not comment on the situation at this stage.— Jurek Kuczkiewicz (@jujikucz) July 28, 2021

ცნობისთვის, დღეს, 28 ივლისს “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე – არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა “მათ კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული. 

დატოვეთ კომენტარი