სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ამერიკელი სენატორები განცხადებას ავრცელებენ

7 ამერიკელი სენატორი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო იმედგაცრუებას ერთობლივ განცხადებაში გამოთქვამს. დემოკრატი და რესპუბლიკელი კანონმდებლები ამბობენ, რომ 19 აპრილის შეთანხმებას ყველა არჩეულმა პარტიამ ხელი არ მოაწერა ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა ის. მათი შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილებები საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ.

“შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირთან პარტნიორობით, მჭიდროდ ითანამშრომლა ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან, რათა მიეღოთ ძლიერი, მრავალპარტიული შეთანხმება, რომელმაც გზა გაუხსნა კრიტიკულად მნიშვნელოვან სასამართლო და საარჩევნო რეფორმებს. გულდასაწყვეტი იყო, რომ ყველა არჩეულმა პარტიამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა ან კეთილსინდისიერად არ შეასრულა შეთანხმება.

მეტწილად სწორედ მმართველ პარტიას ევალება, გვერდზე გადადოს პოლიტიკური განსხვავებები და გააგრძელოს ინკლუზიური, მრავალპარტიული საპარლამენტო პროცესი, რაც სარგებელს მოუტანს ყველა ქართველს,” – წერია განცხადებაში.

სენატორები ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და საარჩევნო და სასამართლო რეფორმების კეთილსინდისიერად განხორციელების მოწოდებით გამოდიან.

დატოვეთ კომენტარი