სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ზურაბიშვილი მიშელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა. ფაქტის ამსახველ ფოტოს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

“საქართველოს პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილეს”, – წერია პოსტის აღწერაში. 

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა საფრანგეთში გუშინ, 28 ივლისს გაიმართა.

ცნობისთვის, 28 ივლისს “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე – არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა “მათ კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული. 

დატოვეთ კომენტარი