სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

თბილისის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

ცოტა ხნის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც შსს-ში აცხადებენ ტერიტორიაზე ნანახი იქნა მიტოვებული ჩანთა.

ადგილზე იმუშავეს გამნაღმველებმა. დათვალიერების შემდეგ, რაიმე საეჭვო ნივთი აღმოჩენილი არ იქნა. აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე ნანახი იქნა მიტოვებული ჩანთა.
უსაფრთხოების მიზნით მოხდა აეროპორტში მყოფი პირების ევაკუაცია.

ადგილზე იმუშავეს გამნაღმველებმა. დათვალიერების შემდეგ, რაიმე საეჭვო ნივთი აღმოჩენილი არ იქნა.
ამჟამად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.“- ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვეთ კომენტარი