სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

რას წერდა გარდაცვლილი შანე ბრუკი ჩვენს ქვეყანაზე – სტატუსები და ფოტოები სოც. ქსელებიდან

აი როგორ უნდა დაისვენო, – ავსტრალიელი მასწავლებელი, შანე ბრუკი, რომელიც 31 ივლისს, მთაწმინდაზე გარდაცვლილი იპოვეს, საქართველოში დაახლოებით 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. 

მთელი დღის განმავლობაში, მისი მეგობრები ყვებოდნენ, რომ მას ლაშქრობები და მოგზაურობა ძალიან უყვარდა და სალაშქროდაც ხშირადაც დადიოდა. ამას ადასტურებს მისი Facebook-გვერდიც. ჯერ კიდევ 2020 წლის 6 სექტემბერს მან საქართველოსთან დაკავშირებით არაერთი ფოტო გამოაქვეყნა და ქვეყანას ასეთი პოსტიც მიუძღვნა:

ლაშქრობები + ჩანჩქერები + პლაჟები + მოტოციკლები + მიტოვებული სანატორიუმები + ჟანგიანი საბჭოთა აკვადუკი + საუკეთესო მეგობრები + სრულყოფილი მარტოობა + ხეზე ასვლა + ექსპრომტი თავგადასავლები + ბევრი გასართობი და სასაცილო ისტორიები შუალედში … აი როგორ უნდა დაისვენო … მადლობა მარკს და ლინას იმისთვის, რომ კარგი დრო კიდევ უფრო გრანდიოზული გახადეს, – წერდა ბრუკი 2020 წლის 6 სექტემბერს.

 2020 წლის 12 სექტემბერს ფოტო/ვიდეოებს აქვეყნებდა ბორჯომიდანაც:

შანე ბრუკიმ საქართველოში მოგზაურობის ამსახველი არაერთი ფოტო გამოაქვეყნა Instagram-ზეც. როგორც მისი პოსტებიდან ჩანს, მას მთელ ქვეყანაში უმოგზაურია:

ცნობისთვის, 31 წლის მასწავლებლის, ავსტრალიელი შანე ბრუკის ცხედარი თბილისში 31 ივლისს იპოვეს. ჯერჯერობით დაუდგენელია, რა გახდა მისი სიკვდილის მიზეზი, თუმცა, არის საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მასზე იძალადეს – ჯერ სექსუალურად, შემდეგ კი ფიზიკურად, რის შემდეგაც ის მთაწმინდის ტყეში მოკლეს.

მანამდე კი, არაოფიციალური ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ ავსტრალიელ ქალზე, სავარაუდოდ, სექსუალურადაც იძალადეს. ავსტრალიელი ქალის ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. კადრები კი, სადაც ქალის ცხედარზე ფიზიკური ძალადობის კვალი ჩანს, “მთავარი არხის” დრონებმა გადაიღო. 

როგორც “მთავარი არხის” დრონებით გადაღებულ კადრებში ჩანს, ქალის ცხედარს მნიშვნელოვანი დაზიანებები აღენიშნება, ქალს თავი აქვს გაჩეხილი და გაძარცვულია. შანე ბრუკის ცხედარს ძალადობის კვალი აშკარად ეტყობა. 

დატოვეთ კომენტარი