სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ბაიდენი გადადგომისკენ მოუწოდებს ნიუ-იორკის გუბერნატორს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი თვლის, რომ ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო, რომელიც სექსუალურ შევიწროებაშია დადანაშაულებული, უნდა გადადგეს. 

ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც 3 აგვისტოს, ნიუ-იორკის გენერალურმა პროკურორმა გამოაქვეყნა ერთთვიანი გამოძიების შედეგები, რომელთა თანახმად, კუომოსგან სექსუალურ შევიწროებას 11 ქალი განიცდიდა.

პრეზიდენტი ბაიდენი გამოძიებამდე აცხადებდა, რომ თუ ბრალდება დადასტურდება, კუომოს თანამდებობა უნდა დაეტოვებინა. 3 აგვისტოს კი, მან თეთრ სახლში შეკრებილ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დღესაც იგივე პოზიციაზეა. 

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი, 63 წლის ენდრიუ კუომო შტატის ადმინისტრაციის რამდენიმე თანამშრომელმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში მიმდინარე წლის მარტში დაადანაშაულა, რასაც თავად კუომო უარყოფდა და გამოძიების დაწყებას მხარს უჭერდა.

დატოვეთ კომენტარი