სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ტრაგედია თბილისში – საქმეში ჯაბა იოსელიანის შვილიშვილი ფიგურირებს

„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ვაკეში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც „მხედრიონის“ ყოფილი ლიდერის, ჯაბა იოსელიანი შვილიშვილი მართავდა, ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. დაშავებულის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.

ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, საქმეზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დატოვეთ კომენტარი