სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ლიონელ მესი “ბარსელონას” ტოვებს

კატალონიის “ბარსელონა” ოფიციალურად ადასტურებს ინფორმაციას, რომ ლეო მესისთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა. დეტალები ოფიციალურად არ ვრცელდება.

ლიონელ მესი ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად ითვლება. 

უცხოური სააგენტოების ცნობით, 34 წლის ფეხბურთელი, რომელიც ხშირად ითვლებოდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად, გასულ ზაფხულს ცდილობდა “ბარსელონას” დატოვებას, თუმცა მისი სატრანსფერო მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

მას შემდეგ, რაც მისი კონტრაქტი “ბარსელონასთან” დასრულდა, ლიონელ მესი ოფიციალურად თავისუფალ აგენტად ითვლება. 

დატოვეთ კომენტარი