სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ხილვა მქონდა, ლია გარდაიცვალა”-ილია მეორე

“კორონავირუსულ ინფექციას ემსხვერპლა ცნობილი ქართველი მგალობელი ლია სალაყაია. რამდენიმე კვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ კორონავირუსული ინფექციის მძიმე ფორმით გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მუსიკოსი, ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის კორიფე ქალბატონი ლია სალაყაია.

ცნობისთვის, ლია სალაყაია ბოლოს წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძრში გალობდა. ის იყო პირველი საკვირაო სკოლის დამაარსებელი სიონში.

2019 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში საეკლესიო გალობისა და ხალხური სიმღერის აღორძინების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი, წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

„საოცარია. თავად უწმიდესმა მითხრა ეხლა, რომ ხილვაში ვნახეო, რომ ლია გარდაიცვალაო. მითხრეს, ლია წავიდაო.

ჯერ არ ჰქონდათ მისთვის ნათქვამი და მან იხილა მასთან ამ ამბის საუწყებლად მისულ ადამიანებს, აქით უთხრა ეს…

სამებაში იქნება პანაშვიდი ხვალ. შაბათს გამოსვენება და სამთავროში დაიკრძალოსო, უწმიდესმა ბრძანა“- წერს საპატრიარქოს მსახური სოციალურ ქსელში.

დატოვეთ კომენტარი