სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ნამგალაძემ გაისროლა, ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა – შსს

პოლიციამ ბორჯომში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დაკავებულია 1986 წელს დაბადებული ა.მ, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, ბრალდებულსა და 1984 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ლ.ნ.-ს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც ლ.ნ.-მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ხოლო ბრალდებულმა მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მისვლის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ა.მ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია „АК 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი” ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობა 6 აგვისტოს გამთენიისას მოხდა. მოკლული პირი 36 წლის ლევან ნამგალაძეა

დატოვეთ კომენტარი