სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ადამიანი, რომელიც ბორჯომში ახალგაზრდა კაცის მკვლელობაზე დააკავეს, ბერია

ბორჯომში, კრიმინალურ გარჩევას, რომელსაც ლევან ნამგალაძის სიცოცხლე შეეწირა, მკვლელობაში ბრალდებული სასულიერო პირია.

როგორც “პრაიმტაიმს” საპატრიაქროში განუცხადეს, დაკითხვაზე სასულიერო პირი მართლაც იმყოფებოდა, თუმცა ის დააპატიმრეს თუ არა, ამ ინფორმაციას არ აკონკრეტებენ.

  • გული გაგვეგლიჯა… ასე ვინ გაიმეტა? – ვინ არის ბორჯომში მოკლული ახალგაზრდა

“სასულიერო პირი დაკითხვაზე მართლაც დაიბარეს, მაგრამ დააკავეს თუ არა, ჯერ ეს ინფორმაცია არ გვაქვს. ამ ეტაპზე დეტალებს ვარკვევთ და მოგვიანებით განცხადებას გავავრცელებთ.” – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

  • დაჭრილი კლინიკაში თავის ფეხით მივიდა… – მკვლელობა ბორჯომში

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, დაკავებული სასულიერო პირი, წალკაში მოღვაწე ბერი მამა ანტონი, ერისკაცობაში კი გიორგი მაისურაძე, ბორჯომელია.

დატოვეთ კომენტარი