სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ღარიბაშვილმა აგვისტოს ომს “ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია” უწოდა

ირაკლი ღარიბაშვილმა აგვისტოს ომს “ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია” უწოდა- განცხადება პრემიერმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა და ტრადიციულად, ყველაფერი წინა ხელისუფლებას დააბრალა 

“აგვისტოს ომის შემდეგ ქვეყანაში დაკანონდა ოკუპაცია. 20% არის მითვისებული და ოკუპირებული რუსეთის მიერ. მე აქ გარდაცვლილი ოჯახების წინაშე აღარ მინდა ვილაპარაკო იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ეკისრება წინა ხელისუფლებას. ამაზე ჩვენ გავაკეთეთ შეფასება და ვერდიქტი უკვე გამოტანილი აქვს ქართველ ხალხს, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია არასდროს უნდა გაიმეოროს არც ერთმა ხელისუფლებამ. ეს არის ჩვენი ვალი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა” – ამბობს ღარიბაშვილი.

დატოვეთ კომენტარი