სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ვაჟაც ნანობდა, ნეტა ავცრილიყავიო”

„საავადმყოფოში, ჩემს გვერდით ჩემი ასაკის ბიჭი იწვა. გავიცანი, დავახლივდით, ბევრი საერთო ნაცნობი გვყავდა. სულ ვეხმარებოდი, ექიმს ვეძახდი, ჟანგბადის დარეგულირება ვისწავლე და როგორც მეტყოდა იმ დონეზე ვაყენებდი. სულ ვამხნევებდი. როცა მე გამომწერეს, მითხრა, უშენოდ რა მეშველებაო, იყავი რა ცოტა ხანს კიდეო. მე ვუთხარი, შემპირდი, რომ მალე გამოხვალ ამ ჯოჯოხეთიდან მეთქი. კიო, გამოვალ, დაგირეკავ და ავღნიშნოთ გამოჯანმრთელებაო.სულ ვურეკავდი, ვკითხულობდი.დღეს, დარეკვა მინდოდა, თავი შევიკავე, ფეისბუქზე მის გვერდზე შევედი და უბედურება დამხვდა, ვაჟა გუშინ გარდაცვლილა. ისე ცუდად ვარ, ისე განვიცდი, ვერ აგიღწერთ. ხალხნო, კოვიდი კლავს! შეეშვით ამ სიბნელეს და აიცერით! ვაჟაც ნანობდა, ნეტა ავცრილიყავიო, მაგრამ ვერ მოასწრო საწყალმა.გაუფრთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და სხვებსაც.დღეში საშუალოდ 50 ადამიანი კვდება, ეს სახუმარო არ არის, არა!“ – წერს, სოციალური ქსელის მიმხმარებელი ლადო ვართანოვი.

დატოვეთ კომენტარი