სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ყველამ უნდა გაიაზროს, რა საშიშროების წინაშე ვდგავართ” – ივანე ჩხაიძე

დაწესებული შეზღუდვები შედეგს 2-3 კვირაში გამოიღებს – აღნიშნულის შესახებ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ.ექიმების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა არ შემცირდება, ქვეყანა საწოლფონდის გარეშე დარჩება. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ არსებული რეგულაციები ზედმიწევნით დაიცვან.

“7 ათასი საწოლიდან 500 თავისუფალი საწოლი ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო სისტემა არის ზღვარზე. რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი კრიტიკული მდგომარეობა, ძნელი სათქმელია. 2 კვირა არის ის მინიმუმი დრო, როდესაც ნებისმიერი მკაცრი ეპიდემიოლოგიური ღონისძიება, ნებისმიერი მკაცრი აკრძალვა შედეგს გამოიღებს. 

ძალიან მძიმე 2 კვირა გველის წინ და ყველამ უნდა გავიაზროთ თუ რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყანა, რამდენად დიდი რისკია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქვეყანაში აღარ დარჩეს თავისუფალი საწოლი,” – აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. 

დატოვეთ კომენტარი