სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

გავრცელებული ინფორმაციით, გარჩევაში ზურაბ ზვიადაურიც მონაწილეობდა | რა მოხდა წინანდლის ტყეში

სისხლიანი გარჩევა წინანდლის ტყეში – “მთავარი არხის” ინფორმაციით, გარჩევაში ზურაბ ზვიადაურიც მონაწილეობდა. ამ დროისთვის, ოლიმპიური ჩემპიონი გამოკითხვაზე იმყოფება. 

ცნობისთვის, მოკლულია ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა და მისი ორი მეგობარი. დაჭრილია კიდევ ორი პირი. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც  დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გულისხმობს და გამოიწვია 2 ან მეტი პირის სიკვდილი. ამის შესახებ “მთავარი არხის” ვებგვერდს შსს-ში უთხრეს.

დატოვეთ კომენტარი