სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ახალი დეტალები , ზურაბ ზვიადაურის ძმის და მისი მეგობრების მკვლელობის შესახებ

ახალი დეტალები ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმის ზვიად ზვიადაურისა და მისი მეგობრების მკვლელობის შესახებ. 

ერთ-ერთი დაუდასტურებელი ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არის პირი, რომელმაც ზვიადაურს და მის მეგობრებს ცეცხლი გაუხსნა. 

ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, მომხდარის შედეგად დაჭრილია 2 პირი.

არსებული ინფორმაციით, წინანდალში მდებარე ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტტზე ე.წ. გარჩევა მოხდა. კონფლიქტში მონაწილე პირებმა კი ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. 

ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ოლიმპიური ჩემპიონი თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა და ინცინდენტის შემდეგ ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილით გადაიყვანა. 

სისხლიანი გარჩევა კახეთში მოხდა.  თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სამი გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. 

დატოვეთ კომენტარი