სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

საჯარო მოხელეებმა თანამდებობა დატოვეს და გახარიას გუნდს შეუერთდნენ

ფოთში ქართული ოცნება ოთხმა საჯარო მოხელემ დატოვა და გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდა. ოთხივე პირი ფოთის მერიაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა:

თაბამდებობა დატოვა ფოთის მერიის იურისტმა გიორგი აფშილავამ. მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კეთილმოწყობის, ურბანული განვითარების, არქიტექტურისა და ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის ურბანული განყოფილების უფროსმა
თამთა დაგარგულიამ. ფოთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორმა, გიგლა თურქიამ. ფოთის სამხატვრო გალერეის დირექტორმა გოგი გაგუამ

დატოვეთ კომენტარი