სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

დღეიდან აცრას რეგისტრაციის გარეშე უკვე ავლაბარში შეძლებთ

კიდევ ერთი მასობრივი ვაქცინაციის ცენტრი თბილისში – დღეიდან კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება. ცენტრი წინანდლის 9 ნომერში მდებარეობს.

“ფაიზერით“, “სინოვაკითა“ და “სინოფარმით“ აცრა აქ ყოველ დღე, დილის ათიდან საღამოს 6 საათამდეა შესაძლებელი.

მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები უკვე ფუნქციონირებს ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსსა და მცხეთის სპორტულ გამაჯანსაღებელ კომპლექსში.

მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის მიუხედავად, 4 სექტემბრამდე, ვაქცინაციის ძირითად ცენტრებამდე მისასვლელად მოქალაქეებს სპეციალური ავტობუსები ქალაქის რამდენიმე წერტილიდან მოემსახურება.

დატოვეთ კომენტარი