სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

მმართველი გუნდის ყოფილი წევრები გოგაშვილის გუნდში მიდიან

ოზურგეთში „ქართული ოცნება“ 15-მდე პირმა დატოვა. როგორც მედიასთან მმართველი პარტიის ყოფილი წევრები ამბობენ, მიზეზი ინტერესების შეუთავსებლობაა.

„ქართული ოცნებიდან“ წასული პირები აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის გუნდს უერთდებიან. შესაბამისად, ყველა მათგანი საქმიანობას „სახალხო პარტიაში“ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს „ქართული ოცნებიდან“ სხვა პარტიებში გადანაწილება. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტია 30-მდე წევრმა და მხარდამჭერმა დატოვა.

დატოვეთ კომენტარი