სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

კორონავირუსით ორსული ქალი გარდაიცვალა – მინისტრის თქმით, ექიმების კვალიფიკაციის საკითხი არ დგას

საქართველოში კორონავირუსით 7 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით ორსული გოგოს გარდაცვალების გამო ექიმებისა თუ კლინიკის კვალიფიკაციის საკითხი არ დგას.

მისი განმარტებით, COVID-19 მაღალ რისკს წარმოადგენს სრულიად ჯანმრთელი პაციენტებისთვისაც და, სამწუხაროდ, ყველა მათგანის გადარჩენა ვერ ხერხდება. 

“COVID-19 გახლავთ საკმაოდ რთული ინფექცია, რომელიც არამარტო ორსულებისთვის წარმოადგენს მაღალ რისკს, არამედ სხვა საკმაოდ ჯანმრთელი პაციენტებისთვისაც ძალიან მაღალ რისკს. ეს კითხვები შეგიძლიათ დაუსვათ ექიმებს, რადგან ისინი მართავენ პაციენტებს და გართულების მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა. არ არის ექიმების ან კლინიკის კვალიფიკაციაზე საუბარი, როგორც წესი, დაავადება მიმდინარეობს არაერთგვაროვნად, იწვევს სხვადასხვა გართულებებს და, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პაციენტის სიცოცხლის გადარჩენაში ყველა ექიმი არის მაქსიმალურად ჩართული,”-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, საქართველოში COVID-19-ით სულ 5 ორსული ქალი გარდაიცვალა. 

დატოვეთ კომენტარი