სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ამირან გამყრელიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 კვირის მონაცემებით საქართველო 100 000 მოსახლეზე ინფიცირებული მოსახლეობის და სიკვდილიანობის მაჩვენებლით, პირველ სამეულში შედის.

„საკმაოდ წითელ ზონაში ვართ და საკმაოდ მაღლა ვართ. საერთო მონაცემებს თუ ავიღებთ, რამდენია ინფიცირებული 100 ათას მოსახლეზე, 1 მილიონ მოსახლეზე, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, ამით ვართ სადღაც პირველ ოცეულში. მაგრამ, ბოლო 1 ან ბოლო 2 კვირის მონაცემებს თუ აიღებთ 100 ათას მოსახლეზე, როგორც ინფიცირებულთა რაოდენობით, ისე სიკვდილიანობის რიცხვით, სამწუხაროდ, ვართ პირველ სამეულში,”- განუცხადა „რუსთავი-2″-ს ამირან გამყრელიძემ.

ეპიდსიტუაციის პარალელურად, ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 23 303 ადამიანი აიცრა.

დატოვეთ კომენტარი