სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფაიზერს“ სრული ავტორიზაცია მიანიჭა

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ „ფაიზერის“ ვაქცინას სრული ავტორიზაცია მიანიჭა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ ადმინისტრაციამ „ფაიზერის“ ორი დოზის 16 წლიდან ასაკის პირებში გამოყენება დაამტკიცა.

აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის განცხადებით, „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინა ამიერიდან ბაზარზე Comirnaty-ის სახელწოდებით გაიყიდება.

აღსანიშნავია, რომ „ფაიზერი“ პირველი ვაქცინაა, რომელსაც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ სრული ავტორიზაცია მიანიჭა, აქამდე კი მას, „მოდერნასა“ და „ჯონსონის“ ვაქცინების მსგავსად მხოლოდ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ჰქონდა მინიჭებული.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით „ფაიზერით“ აშშ-ში დღემდე 204 მილიონზე მეტი ადამიანია აცრილი

დატოვეთ კომენტარი