სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ლიკა ქავჟარაძე და გეგა კობახიძე ერთად ფილმში – მივიწყებული კადრები

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე და გეგა კობახიძე ერთად მონაწილეობდნენ რეჟისორ ჰასან ხაჟკასიმოვის კომედიური ჟანრის მხატვრულ ფილმში „დიუმა კავკასიაში“.

1979 წელს გადაღებული ფილმის სცენარი რეზო გაბრიაძემ დაწერა, მუსიკა კი – გია ყანჩელმა, ფილმი კი ალექსანდრე დიუმას მოგზაურობაზეა.

ლიკა ქავჟარაძესთან და გეგა კობახიძესთან ერთად, ფილმში ასევე მონაწილეობენ კახი კავსაძე, ვახტანგ კიკაბიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ვასილ ჩხაიძე.

ფილმი მაყურებელთა უმრავლესობისთვის უცნობია, რადგან თვითმფრინავის გატაცების შემდეგ, მისი ყურება აკრძალვის გამო, შეუძლებელი გახდა.

დატოვეთ კომენტარი