სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

სპეცოპერაცია პანკისში – ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულია 5 პირი

პანკისის ხეობაში, სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი დააკავეს. მათ ბრალად ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებათ. დაკავებულებიდან ორი პანკისის ხეობის სოფელ დუისის, ხოლო სამი სოფელ ქორეთის მცხოვრებია.

ადგილობრივების ინფორმაციით, ხუთივე პირი დღეს, დაახლოებით დილის 6 საათისათვის დააკავეს. დაკავებულები 20-წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან. ორი დაკავებული, გვარად მაჩალიკაშვილია. ვარაუდობენ, რომ მათი დაკავება, გარკვეული ხასიათის სატელეფონო საუბრებს უკავშირდება.

ახალგაზრდების საცხოვრებელი სახლიდან იარაღი ამოღებული არ არის.  გამოძიება 327-ე მუხლით მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი