სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“გვყავს მოძალადე ხელისუფლება”- ინგა გრიგოლია

ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებული სამი პირის გათავისუფლება გააპროტესტეს მედიის წარმომადგენლებმა საქალაქო სასამართლოს ეზოში. ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებით, ხელისუფლებამ ჟურნალისტებზე თავდასხმა კიდევ ერთხელ წაახალისა.

“ჩვენ გვყავს მოძალადე ხელისუფლება, რომელმაც დღეს თავის მოძალადე მხარდამჭერებს უთხრა პირდაპირ, რომ ყველას გაქვთ გარანტირებული თავისუფლება, თუკი თქვენ გადაწყვეტთ, რომ სიკვდილამდე ცემოთ, დაასისხლიანოთ ოჯახის, პატარა შვილების თვალწინ, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს,”- აცხადებს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. 

შეგახსენებთ, მოსამართლე გიორგი კერატიშშვილმა ვახო სანაიას საქმეზე ბრალდებულებს 6 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, აღნიშნული ვადა დღეს ამოიწურა და ბრალდებულები სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

დატოვეთ კომენტარი