სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

სისხლიანი დაპირისპირება ბადიაურში – ძმამ ძმა სანადირო თოფით დაჭრა

საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში შუახნის კაცი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრეს. კაცს დაზიანებები თავის არეში აქვს  მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი სავარაუდო დამნაშავის ძმაა, სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი კი ძმის ცოლისთვის გაგზავნილი სექსუალური შინაარსის მესიჯები გახდა.  

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საგარეჯოს “ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსა. პაციენტს  ქირურგიური ოპერაცია ჩაუტარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ უკვე  დააკავა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

დატოვეთ კომენტარი