სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ გაუნადგურა მოსავალი, ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, მევენახეები, რომლებსაც სეტყვამ 100 %-ით გაუნადგურა მოსავალი და ვერცერთი კილოგრამი ყურძნის ჩაბარებას ვერ შეძლებენ, ერთჯერადი კომპენსაციის სახით 1 ჰა-ზე 3000 ლარს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები დაზარალებულ ფერმერებს შეხვდნენ და სახელმწიფო საწარმოში „მოსავლის მართვის კომპანია” სეტყვით დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

„აღინიშნა, რომ ყველა რესურსი მობილიზებულია, იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ. დასეტყვილი ყურძნის მიღება თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში კომპანიის მიერ მოწყობილ ლოკაციებზე უკვე შესაძლებელია. 26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა“, -აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 26 აგვისტომ მოსულმა სეტყვამ კახეთის სამი მუნიციპალიტეტის ვენახები დასეტყვა. გლეხები შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

დატოვეთ კომენტარი