სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

გვარამია, სანაია, ხოშტარია და წერეთელი მეუღლეებთან ერთად ივანიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ

სამი ტელეკომპანიის წარმომადგენელი – ნიკა გვარამია, ვახო სანაია და ვატო წერეთელი წუხელ სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდნენ და როგორც თავად აღნიშნეს „პიკნიკი“ გამართეს.

მათთან ერთად იყვნენ მათი მეუღლეები, ასევე დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და სამოქალაქო აქტივისტები.

გვარამიამ ადგილიდან ფეისბუქ-ლაივიც ჩართო და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახლთან ჩაის დასალევად მივიდნენ, ვინაიდან „ამ ქვეყანაში ჩაის დალევა დასავლური მიმართულებით სვლის გაგრძელებას ნიშნავს“.

დატოვეთ კომენტარი