სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული ახალშობილი გარდაიცვალა


კორონავირუსსი კიდევ ერთი ახალშობილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფიცირებული ბავშვი მკურნალობას ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკაში გადიოდა. როგორც სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განაცხადა, ახალშობილი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

“სამი პაციენტი იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში, სამივე მართვით სუნთქვაზე. ერთი არის ახალშობილი, რომელიც ბათუმიდან გადმოიყვანეს, 17 დღის. 8 დღის განმავლობაში მკურნალობდა ეს ბავშვი ბათუმში. უმძიმეს მდგომარეობაში დაინტუბირებული, მართვით სუნთქვაზე გადმოვიდა ჩვენთან. თანმხლები დაავადებები ჰქონდა სეფსისი, გულის თანდაყოლილი მანკი, ფილტვის ქსოვილის მძიმე დაზიანება, ასევე რესპირატორული დისტრესი. გუშინ, დაახლოებით 20:00 საათზე გარდაიცვალა,” – განაცხადა ჩხაიძემ.

დატოვეთ კომენტარი