სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ხალხის ქონება 1 ლარად – მთელი მთავრობა ბიძინა ივანიშვილის მეგობრის, ვანო ჩხარტიშვილის სამსახურში

ხალხის ქონება 1 ლარად – ბიძინა ივანიშვილის მეგობარს და ბიზნესპარტნიორს ვანო ჩხარტიშვილს, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირველი პირები სასათბურე პირობებში ამყოფებენ და მიწებს მიზერულ თანხებად გადასცემენ. 

 პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხის კუთვნილი 35 ათასი კვადრატული მიწა თავისი 6 შენობით ვანო ჩხარტიშვილს სიმბოლურად ფასად, დიდი ალბათობით, ივანიშივლის ფაქტორის გამო მისცა. 

მაგალითად, პანორამული ხედი ალაზნის ველსა და კავკასიონზე პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვანო ჩხარტიშვილს სულ რაღაც ერთ ლარად გადასცა.  

2014 წლის 4 აპრილის პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით, 35 000 კვადრატული მეტრი მიწა და 6 შენობა “სომგო კომპანიას” ღარიბაშვილმა ერთ ლარად გადასცა. აღნიშნული კომპანია სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებულ “სონატა ალიანსს” ეკუთვნის. მისი დირექტორი ლევან სკამოჩაიშვილია, ის ვანო ჩხარტიშვილის სხვა ბიზნესებსაც მართავს.
 
სიღნაღის მთაზე უნივერსიტეტის ტერიტორია ჩხარტიშვილმა საჩუქრად  იმ პირობით მიიღო, რომ 2017 წლის 4 აპრილს აქ 50 ნომრიანი სასტუმრო უნდა ყოფილიყო, სადაც 30 სიღნაღელი დასაქმდებოდა, თუმცა მშენებლობა ისევ დაუსრულებელია. 

ამასთან, შაბათის ეთერმა მოიპოვა საქართველოს პრემიერ მინისტრების გამოცემული ბრძანებები, რომლითაც დგინდება, რომ ჩხარტიშვილისთვის სახელმწიფო ქონების შესანარჩუნებლად მთელი სახელმწიფო მანქანა ამუშავდა. 

სიღნაღის მთაზე, ფეშენებელურ  სასტუმროში შაბათის ეთერის ინფორმაციით საკუთარი რეზიდენცია ექნება ბიძინა ივანიშვილს, ხედით სიღნაღსა და ალანზის ველზე. ვანო ჩხარტიშვილის პარტნიონი სიღნაღში ახალი ფეშენებელური სასტუმროს მშენებლობის საქმეში ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდია. 

2016 წლის 27 მაისს უკვე პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განკარგულება გამოსცა და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის კომპანიას ყველა ჯარიმა ჩამოაწერა. 

“შაბათის ეთერის” მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ პრემიერ მინისტრები გამოსცემენ ბრძანებებს და შეუსრულებელი ვალდებულების გამო ტერიტორიას სახელმწიფოს კი არ უბრუნებენ, უბრალოდ მშენებლობის დასრულების ვადას უხანგძლივებენ. 

“ტვ პირველის” გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს ისიც, რომ  მას შემდეგ რაც ჩხარტიშვილმა და ივანიშვილმა სასტუმროს ასაშენებლად და ტერიტორიის მოსაწყობად ვერც 5 წლიანი პერიოდი იკმარეს მთავრობამ კიდევ ერთი განკარგულება გამოსცა და სინვესტივიო ვალდებულებები შესრულების ვადა კიდევ ერთი წლით გაახაგრძლივა. ამავე დოკუმენტით დგინდება, რომ ერთ ლარად ხელში ჩაგდებული ტერიტორია ივანიშვილის და ჩხარტიშვილის კომპანიას არ ეყოთ, ამიტომ დამატებით სახელმწიფომ მათ 23 000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია 12 ლარად მიჰყიდა. 

https://tvpirveli.ge/
დატოვეთ კომენტარი