სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

კალაძე მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

თბილისის მერი კახა კალაძე მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.კალაძის თქმით, ის თავად ტესტის გაკეთებას 6 სექტემბერს გეგმავს. 

მე ორშაბათს ვაპირებ ტესტის ჩაბარებას, ამ მიმართულებით პროპაგანდა ძალიან მნიშვნელოვნია -„ნარკოტიკი კლავს“ და „არა ნარკოტიკს“, არ ვიცი რატომ არ არის ეს კანონში გათვალისწინებული, პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს ვალდებულება აქვთ წარმოადგინონ ნარკოლოგიურიდან ცნობა, შესაბამისად, არ ვიცი რატომ არ აქვთ ეს მერობის კანდიდატებს. გამოვდივარ ამ ინიციატივით და ყველა კანდიდატს ვიწვევ ჩავაბაროთ ნარკოტესტი და საზოგადოებას ვაჩვენოთ რამდენად სუფთა ვართ“, – თქვა კახა კალაძემ.

დატოვეთ კომენტარი