სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

,,ქართულ ოცნებაში” ძალიან ბევრ ნარკომანს აღმოაჩენთ – მამუკა ხაზარაძე

,,ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერის ინიციატივას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსებმა ნარკოტესტი უნდა ჩაიტარონ. მამუკა ხაზარაძე კალაძეს ურჩევს ნარკოტესტი საკუთარ პარტიაში ჩაატაროსმ, ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ შემოწმების შედეგად ,,ქართულ ოცნებაში” ბევრი ნარკომანი გამოვლინდება.

კალაძეს ვურჩევდი ეს ინიციატივა „ქართულ ოცნებაში“ ჩაეტარებინა, თავის თანაგუნდელებში, ძალიან ბევრ ნარკომანს აღმოაჩენს შიგნით. სხვა ინიციატივის აზრს ვერ ვხედავ, მე ჯანსაღი ცხოვრების მომხრე ვარ, ვფიქრობ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს უნდა მივცეთ კარგი მაგალითი, მაგრამ ეს მხოლოდ კალაძით არ უნდა დაიწყოს, კარგია რომ მის თანაგუნდელებშიც მსგავსი ტესტი ჩატარდეს – განაცხადა ,,ლელოს” ლიდერმა. 

 კახა კალაძემ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ნარკოტესტი ჩააბარა. როგორც მან განაცხადა, სჯერა, რომ ყველა სხვა კანდიდატიც, რომელიც „თავის სისუფთავეში დარწმუნებულია“, გაიზიარებს ნარკოტესტის გაკეთების შეთავაზებას.

დღესვე კალაძის იდეას ,,გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ,,მისი შარდი სუფთა არ არის”.

დატოვეთ კომენტარი