სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ოპოზიცია ემზადება არა 2, არამედ 3 ოქტომბრისთვის, რომ ისევ იმ უბედური სცენარის განხორციელება სცადონ – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომ არეულობისთვის ემზადება. 

მისივე შეფასებით, არჩევნების მე-2 ტური მხოლოდ 10-15 მუნიციპალიტეტშია მოსალოდნელი. 

“ისინი ემზადებიან არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ 3 ოქტომბრისთვის, იმისათვის, რომ სცადონ ისევ იმ უბედური სცენარის განხორციელება, რითაც დაღალეს ეს საზოგადოება, ამის საშუალებას მათ არ მივცემთ.

მე-2 ტურებს, რა თქმა უნდა, ველოდებით, თუმცა, აქ არის ერთი ნიუანსი – 63 რეგიონული მუნიციპალიტეტიდან 51-ში, მთლიანობაში დაყენებულია 4 ან ნაკლები კანდიდატი, რაც ამცირებს მეორე ტურების ალბათობას. შესაბამისად, ბევრი მეორე ტური ამის გამო ალბათ არ იქნება, თუმცა, შეიძლება 10-15 მუნიციპალიტეტში იყოს, რაც არის დემოკრატიული პროცესი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დატოვეთ კომენტარი