სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ჩაანაცვლებს, თუ არა “მიუ” “დელტა შტამს – რას ამბობენ სპეციალისტები და რატომ არის აუცილებელი ბავშვების აცრა

კორონავირუსის ახალი შტამის “მიუ”-ს მასობრივი გავრცელება ჯერჯერობით მსოფლიოში არ ფიქსირდება, თუმცა ის სპეციალისტების მხრიდან კვლევებისა და განხილვის მთავარი საგანია.

ქართველი ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არსებობს და ყველაზე საშიშ და საყურადღებო შტამად მაინც “დელტა” ვარიანტი რჩება.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას კვლავ რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ, რათა ქვეყანამ ახალი შტამის გავრცელება თავიდან აირიდოს.

ეპიდემიოლოგები 12 წელს ზემოთ ბავშვების აცრასთან დაკავშირებითაც საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება არსებულ ეპიდვითარებაში მართებული იქნებოდა.

“გვჭირდება ბავშვების ვაქცინაცია იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში ბავშვების ლეტალობა ბევრად მეტია, ვიდრე ეს იყო გასულ წელს. საკითხი ჩაანაცვლებს თუ არა “მიუ” “დელტას”, ჯერჯერობით საერთოდ არ დგას. არ უყურებენ ამ მუტაციას როგორც რისკის შემცველს, ასე რომ დიდი იმედი გვაქვს ეს შეფასება ბოლომდე ასეთი დარჩება,” – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ს პროფესორმა, პედიატრმა, ივანე ჩხაიძემ.

პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი ვარაუდობს, რომ რადგან “მიუ” შტამი მეზობელ თურქეთში დაფიქსირდა, დიდი ალბათობით საქართველოში შემოვა. პედიატრი ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს.

დატოვეთ კომენტარი