სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

რამდენიმე მძევალი ფანჯრიდან გადმოხტა

ყვარელში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი, დაუზუსტებელი ინფორმაციით, სავარაუდოდ მძევლად აყვანილი 15 პირის გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.

ადგილი ამ დროისთვის ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და არსებული ინფორმაციით, ბანკის შენობაში 15-მდე პირი იმყოფება. ირკვევა, რომ ბანკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა 112-ში დარეკვა შეძლო.

ასევე დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებულია, როგორც ცეცხლსასროლი იარაღით, ასევე ხელყუმბარით. ადგილზე დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება ხდება. შემთხვევის ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმებიც მიემართებიან.

მძევლად აყვანილი ბანკის თანამშრომლის მამა აცხადებს, რომ ბანკში მყოფმა რამდენიმე პირმა გამოქცევა მოახერხა.

„სატელეფონო ზარით გავარკვიე, რომ ჩემი შვილი მოხვდა ამ სიტუაციაში. სხვა არაფერი არ ვიცი, გამოიქცნენ, ფანჯრიდან გადმოხტდნენ“, – აცხადებს მძევლად აყვანილი ბანკის თანამშრომლის მამა.

დატოვეთ კომენტარი