სექტემბერი 18, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

უმძიმესი კადრები – ქაბულში დაკავებული ნაცემი ჟურნალისტების ფოტოები გავრცელდა

ქაბულში „თალიბანის“ მიერ დაკავებული ორი ავღანელი ჟურნალისტი პოლიციის განყოფილებაში სცემეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ისინი ავღანეთის დედაქალაქში ქალთა საპროტესტო აქციას აშუქებდნენ.

გამოცემა Etilaat Roz-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა ზაქი დარიაბიმ ნაცემი რეპორტიორების ფოტოები სოციალურ მედიაში გაავრცელა.

„ხუთი ჩვენი კოლეგა დააკავეს დაკავების ცენტრში ოთხ საათზე მეტი ხნით და ამ ოთხი საათის განმავლობაში ორი ჩვენი კოლეგა სასტიკად სცემეს და აწამეს“, – განაცხადა გაზეთის რედაქტორმა.

დატოვეთ კომენტარი