ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

„ქართულ ოცნებას“ არავითარი შანსი არ აქვს-ნინო ბურჯანაძე

რაც ახლა, გახარიასთან დაკავშირებით გააკეთეს, ეს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ მოფიქრებია – კი, ბანერები იყო ჩემს მიმართ, რომ მოღალატეა, ეს არის, ის არის, დაიჭირეთ, მაგრამ გახარია მთლად „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერზე დახატეს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე” განაცხადა.

გადაცემაში ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ებრძოდა მას, როგორც ოპოზიციის წევრს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება და შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილმაც მის წინააღმდეგ „ბრძოლის ყველანაირი მეთოდი გამოიყენა“.

ამასთან, ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებზე 40%-ს ვერ მიუახლოვდება.

„მე ვერ წარმომიდგენია, რომ ქართულმა საზოგადოება, თუ მართლა საზოგადოება, ხალხი და ერი ვართ და თუ ის თავმოყვარეობა გვაქვს შერჩენილი, რაც საქართველოს მოსახლეობას ყოველთვის ჰქონდა ყველაზე მძიმე ვითარებაშიც კი, ახლა, „ქართულმა ოცნებამ“ 43%-ზე მეტი დააგროვოს. ამ შემთხვევაში კვლევებზე არ ვლაპარაკობ. რეგიონებთან, ჩვენი მხარდამჭერების ინფორმაციები ზუსტად იმას გვეუბნება, რომ „ქართულ ოცნებას“ არავითარი შანსი არ აქვს 40%-ს მიუახლოვდეს. ეს ყველას ერთად დამსახურებაა, მაგრამ გიორგი გახარიას წვლილი ამაში უდავოდ იქნება, დარწმუნებული ვარ. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ გახაირიას მხარდამჭერი, უდავოდ გახარიას ფაქტორმა ძალიან სერიოზული ცვლილებები შეიტანა „ქართული ოცნების“ და ზოგადად, არჩევნების დღის წესრიგში“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ „ძალიან ბევრი წავიდა გახარიასკენ, ვისაც არ უნდა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ უკვე ივანიშვილზე და „ქართულ ოცნებაზეც“ გულაცრუებულია“.

დატოვეთ კომენტარი