ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ოცნების” არჩევანი სექსუალურ ორიენტაციასა და ნარკომანობას შორის – კლუგჰაპტის სტრატეგიას ნიკა მელია ეხმაურება

ეს ხელისუფლება ღირსია, 2 ოქტომბერს დაამარცხოს ხალხმა, რომელსაც აბუჩად იგდებს – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მოწვეული პიარ-ტექნოლოგის, მოშე კლუგჰაფტის ზიზღის კამპანიას, რომელიც მან “ქართული ოცნებისთვის” საარჩევნოდ შექმნა. 

ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლება ბედავს კონკურენტის დისკრედიტაციისთვის ფული გადაიხადოს, მაშინ, როდესაც საქართველოში ასიათასობით სოციალურად გაჭირვებული მოქალაქე ცხოვრობს. 

“იმას, რომ ბედავენ, რომ ვინც არ უნდა იყოს ეს კონკურენტი და მოშე რომ უწერს, მოდი, ამ კონკურენტს დავაბრალოთ ან ნარკომანობა, ანუ ნარკომომხმარებლობა ან არატრადიციული სქესობრივი კავშირი იყოს მისი მამხილებელი და ბოლოს რომ შეჯერდნენ, რომ გახარიას თურმე უნდა დააბრალონ ნარკომანობა და ამაში იხდიან ფულს. იმაში რომ იხდიან ფულს, რომელი ჟურნალისტი როგორ უნდა დისკრედიტირდეს და ამ დროს იცი, რომ ქვეყანაში ასიათასობით სოციალურად შეჭირვებული, უსახსროდ მყოფი, უიმედო მოქალაქეა, რომელსაც წესით და რიგით იმედი უნდა ჰქონდეს ხელისუფალის და მაინც ამას აკეთებ, ღირსი ხარ, რომ 2 ოქტომბერს დაგამარცხოს იმ ხალხმა, რომელსაც აბუჩად იგდებ”,- ამბობს ნიკა მელია. 

ცნობისთვის, “მთავარმა არხმა” ექსკლუზიურად მოიპოვა “ქართული ოცნების” სტრატეგიის კონფიდენციალური დოკუმენტი, რომელიც შეზღუდული სარგებლობისთვიაა განკუთვნილი.

დატოვეთ კომენტარი