ოქტომბერი 23, 2021

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

არის პედოფილიის მაგალითები, ნარკოვაჭრობა და ა.შ. გამოვაქვეყნებ ამ სიას – ულტიმატუმის ვადა ამოიწურა

დეკანოზ ილია ჭიღლაძის ულტიმატუმის ვადა ამოიწურა – სასულიერო პირი დღეს, სავარაუდოდ, იმ პირთა სიას გამოაქვეყნებს ვინც სხვადასხვა დანაშაულებშია ბრალდებული და სინოდი უნდა დატოვოს. ილია ჭიღლაძემ სასულიერო პირებს ორი დღის წინ ვადა მისცა და ყველა “მრუშ და მამათმავალ ეპისკოპოსს” მოუწოდა საკუთარი ნებით და ბოდიშის მოხდით  დაეტოვებინათ ეპარქიები, სინოდი და წოდება.

“არის პედოფილიის მაგალითები, მათ შორის არის ნარკოვაჭრობა და ასე შემდეგ, ამ ყველაფერზე არანაირი რეაგირება არ აქვს საპატრიარქოს, ზუსტად ამიტომაც, ამ მიზანს ემსახურებოდა ჩემი მკაცრი მოთხოვნა შესაბამისი მღვდელმთავრების მიმართ, მე ჩემ პირობას შევასრულებ და გამოვაქვეყნებ ამ სიას, ვინ უნდა დატოვოს დაუყოვნებლივ სინოდის შემადგენლობა და რა უნდა იმოქმედოს სინოდმა საეკლესიო სამართლის ფარგლებში, რასაც არ აკეთებს ჩვენი სინოდი და საპატრიარქო”, – თქვა ილია ჭიღლაძემ “მთავართან”. 

პარალელურად, სინოდზე დეკანოზ ილია ჭიღლაძის დასჯის საკითხი უკვე დაყენებულია და კომისია მის საკითხს სწავლობს.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს თუ სხვა. გამოქვეყნებულ ფაილებში ასახული საუბრების შინაარსის მოქმედი პირების ნაწილმა დაადასტურა.

დატოვეთ კომენტარი