დეკემბერი 6, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

თბილისში “ქართული ოცნების” აქცია დასრულდა!

თბილისში, თავისუფლების მოედანზე “ქართული ოცნების” აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებს პარტიის ლიდერები ზუსტად ერთი საათის განმავლობაში მიმართავდნენ. აქციაზე რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი იყო მისული, ხალხი სიმრავლის გამო თავისუფლების მოედნის გარდა, რუსთაველის გამზირის ნაწილსაც ფარავდა, მათ შორის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას.

პირველად სიტყვით ამომრჩეველს ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა მიმართა.

“ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, ადამიანები, რომლებიც 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენ აქ ერთად ვზეიმობდით გამარჯვებას, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით, რამაც მოგვცა საშუალება, რომ ჩვენი ქვეყანა დაგვეყენებინა განვითარების გზაზე”, – თქვა ირაკლი ჩიქოვანმა.

დატოვეთ კომენტარი