აგვისტო 7, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

“ამ კადრების გავრცელება სავალალოა… მიხეილ სააკაშვილის საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება” | ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ Twitter-ზე წერს. ის პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ კადრებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ამ კადრების გავრცელება სავალალოა.

საქართველო შეძრწუნებულია მესამე პრეზიდენტის, მიხილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. საქართველოს მთავრობის მიერ ამ კადრების გავრცელება სავალალოა. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და “ქართული ოცნება” უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს, – წერს კრამონი. 

1/2
🇬🇪Appalled by ill treatment of ex-president #Saakashvili in prison. Spreading these videos by @GovernmentGeo is deplorable. The case becomes increasingly political and @GeorgianDream41 more and more resembles the previous government. #Georgia deserves better.— Viola von Cramon (@ViolavonCramon) November 11, 2021

ევროპარლამენტარი მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენაც მოუწოდებს:

მიხეილ სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზირებულ სასამართლო პროცესს. საქართველომ უნდა გადალახოს ეს არეულობა და დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარება, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და უკანგადადგმული ნაბიჯები დემოკრატიის მიმართულებით, – წერს ვიოლა ფონ კრამონი. 

დატოვეთ კომენტარი