აგვისტო 7, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

მიხეილ სააკაშვილი მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ დღეს-ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილი მოუთმენლად ელოდება, რომ ხვალ შეხვდეს ქართველ ხალხს და თქვას თავისი სიტყვა, მაგრამ ჩვენ წინასწარ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს იგეგმება თუ არა მისი წაყვანა სასამართლოზე, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტად არის, მაგრამ არა ისე, რომ სასამართლო პროცესზე დასწრება ვერ შეძლოს.

,,ბატონი პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება ხვალინდელ დღეს, ხვალ ალბათ ყველა თავად იხილავთ როგორ არის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელშემშლელი არ არის, რომ სასამართლო პროცესს დაესწროს. თვითონ მიხეილ სააკაშვილი მოუთმენლად ელოდება, რომ ხვალ შეხვდეს ქართველ ხალხს და თქვას თავისი სიტყვა, მაგრამ ჩვენ წინასწარ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს იგეგმება თუ არა მისი წაყვანა სასამართლოზე. სუსტად არის ისევ, მაგრამ ისე სუსტად არ არის, პირიქით, მოწადინებულია, რომ იყოს სასამართლოზე“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს არის ჩანიშნული. ამ დროისთვის უცნობია, მისცემს თუ არა პენიტენციური დაწესებულება სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრების შესაძლებლობას.

დატოვეთ კომენტარი