იანვარი 29, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

ჩვენს სამ ქვეყანას აერთიანებს, ევროპული მისწრაფებები და არჩევანი ჩვენი საზოგადოებებისა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი – პრემიერი ასოცირებულ ტრიოზე

ბრიუსელში საქართველოს პრემიერ მინისტრმა მოლდოველ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად ასოცირებული ტრიოს ფორმატში ერთობლივ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრაში სამივე ქვეყანამ მტკიცედ დააფიქსირა, რომ არსებობს მზაობა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია რომ ჩემს უკრაინელ და მოლდველ კოლეგებთან ერთად გავმართეთ ერთობლივი ვიზიტები. ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა შარლ მიშელთან, ურსულა  ფონ დერ ლაიენთან და დევიდ მარია სასოლთან. ძირითადი მესიჯი, რომელიც ჩვენ გავეცით არის ის, რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნების ინტეგრაცია ევროპულ საზოგადოებაში. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე აღვნიშნოთ არსებული მიღწევები და შემდგომი ნაბიჯები უფრო სექტორული კუთხით თანამშრომლობისა. 

ისტორიის გათვალისწინებით ჩვენს სამ ქვეყანას აერთიანებს – ევროპული მისწრაფებები და არჩევანი ჩვენი საზოგადოებებისა, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, რაც საერთო ევროპულ ღირებულებებს გულისხმობს. 

თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, ჩვენ ასევე განვახორციელეთ რიგი რეფორმების, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ეკონომიკური ინტეგრაციის თვალსაზრისით ევროკავშირთან ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, სამივე ქვეყანას შეეძლება, რომ ბენეფიტები მიიღოს და, რა თქმა უნდა, გამოწვევებს გაუმკლავდეს.

კიევში ერთობლივ მემორანდუმს მოეწერა ხელი, ლიდერთა დეკლარაცია მიღებულ იქნა ბათუმში და ტრიო შეთანხმდა რომ გააძლიეროს თანამშრომლობა სამ ქვეყანას შორის, იმისთვის, რომ მივაღწიოთ სრულ ბენეფიტებს, რაც მოცემულია შეთანხმებაში. დღეს ვართ აქ, ვსაუბრობთ ჩვენ ევროპელ კოლეგებთან და ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს, იმისთვის, რომ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სექტორულ ინტეგრაციას მივაღწიოთ ევროკავშირში.

ჩვენ ასევე ვისაუბრეთ კლიმატის ცვლილებებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე და ჩვენ ვართ ერთ-ერთი აქტიური აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ჩვენ მოუთმენლად ველით დეკემბრის სამიტს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უფრო გავაძლიეროთ თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი