იანვარი 29, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

დღეიდან გაზის ტარიფი იზრდება | სად და რამდენით გაძვირდება ბუნებრივი აირი – ჩამონათვალი

დღეიდან, 1-ლი დეკემბრიდან გაზის ტარიფი იზრდება. ცვლილება “ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” სემეკის დადგენილებაში შედის, რომელიც ძალაში სწორედ დღეიდან შევა. 

ცნობილია, რომ გაზი 5 კომპანიის მომხმარებლებისთვის გაძვირდება. 

სად და რამდენით გაძვირდება ბუნებრივი აირი:

  • შპს “დიდი დიღმის” მომხმარებებს გაზი 1 თეთრით გაუძვირდება. დადგენილების მიხედვით, 1 კუბური მეტრი გაზის ფასი (დღგ-ს ჩათვლით) 57 თეთრით განისაზღვრება.
  • შპს “თელავგაზის” მომხმარებელსაც (თელავის მოსახლეობას) ტარიფი 1 თეთრით გაეზრდება და 1 კუბური მეტრის ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) 58.864 თეთრი იქნება. 
  • შპს “საჩხერგაზის” მომხმარებლებისთვის ტარიფი 0.635 თეთრით იზრდება და 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 55.276 თეთრი იქნება. კომპანია საჩხერის მუნიციპალიტეტს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებს წასრი, ითხვისის ემსახურება.
  • შპს “დი-ვი-ეს”-ისთვის ტარიფი 0.500 თეთრით იზრდება და 1 კუბური მეტრის ფასი 51.789 თეთრი იქნება. კომპანია გარდაბნის რაიონის სოფელ ყალაჯარალას ემსახურება.
  • შპს “ყამარი მ”-სთვისაც ტარიფი  1 თეთრით გაიზრდება და 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 51 თეთრი იქნება. კომპანია ემსახურება მუხიანის აგარაკებს. 

კორექტირებული ტარიფები ძალაში 2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან 2023 წლის 1-ელ იანვრამდე იქნება.

დატოვეთ კომენტარი