იანვარი 29, 2022

INFO7

საინფორმაციო სააგენტო

რომელი რეგულაციები შემსუბუქდება დღეიდან | ჩამონათვალი სრულად

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 დეკემბრიდან კორონავირუსის გამო ქვეყანაში დაწესებული რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება.

რომელი რეგულაციები შემსუბუქდება დღეიდან:

დღეიდან, პირველი დეკემბრიდან ქვეყანაში ე.წ. მწვანე პასპორტის კონცეფცია ამოქმედდება და მოსახლეობას გარკვეულ დაწესებულებებში მის გარეშე შესვლა საერთოდ არ შეეძლება. 

ცნობილია, რომ მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 

უფრო კონკრეტულად კი მწვანე პასპორტს მიიღებენ:

  • სრულად ვაქცინირებული ადამიანები;
  • ის პირები, ვისაც ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
  • ის პირები, ვისაც ჩატარებული აქვს 24-საათაინი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
  • გადატანილი აქვთ კორონავირუსი. 

მწვანე სტატუსის წარდგენა საჭიროა: რესტორნებში, კაფეებში, ბარებში, ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერებში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებში, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ დაწესებულებებში, სპა ცენტრებში, ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებში და სამთო კურორტების საბაგირო გზებზე.

ასევე, 1 დეკემბრიდან კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებლის 50% შეძლებს დასწრებას. (ეს რაოდენობა ამჟამად 30% -ია);

გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში არიან ვაქცინირებული და ქვეყანაში შემოდიან სახმელეთო საზღვრით, გათავისუფლდებიან PCR ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან.

ასევე, დღეიდან რესტორნებისთვის საათობრივი შეზღუდვა იხსნება და საკვები დაწესებულებები ნებისმიერი დროით მუშაობას შეძლებენ. თუმცა, იქ შესასვლელად მწვანე პასპორტი იქნება საჭირო. 

დატოვეთ კომენტარი